აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი, წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუსთან დაკავებული 12 მოსწავლისა და მათი მშობლების მდგომარეობის გასაცნობად ზუგდიდში გაემგზავრა.
დალი ხომერიკი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, 15:30 საათზე, ზუგდიდში, აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ოფისში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა 12 მოსწავლე და მათი მშობლები დღეს დააკავეს. მათი აყვანა საოკუპაციო ზოლთან მაშინ მოხდა, როცა ისინი სოფელ წყოუშის ქართულ საჯარო სკოლაში გადმოსვლას ცდილობდნენ.
რუსმა ჯარისკაცებმა მოსწავლეებს მობილური ტელეფონები და ქართული პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. მოგვიანებით, მათი მშობლებიც დაიბარეს და ისინიც დააპატიმრეს. დაკავებულები ამჟამად რუსულ საგუშაგოზე არიან გადაყვანილები.
ოკუპანტები ამბობენ, რომ ყველა მათგანს გალში დააბრუნებენ და დაკითხავენ. რუსმა ჯარისკაცებმა ამჯერად მხოლოდ ერთი ბავშვი გაათავისუფლეს, ისიც 400 ლარის სანაცვლოდ.