თელავში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული მექანიზაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მენეჯერის შალვა ფიფიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 25 აგროტექნიკური სერვისცენტრი შეიქმნება და 14 000 მცირე ფერმერს მოემსახურება.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში მიიღება საგრანტო პროექტები. თითოეული მეწარმე საშუალოდ 105 000 დოლარით დაფინანსდება.
გრანტის მიმღებს პროექტი ხელს შეუწყობს თანადაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მოძიებაში, როგორც ბანკებიდან, ასევე სხვადასხვა ტექნიკის საერთაშორისო მწარმოებლებისგან.
",საგრნატო განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია. გრანტის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ კრიტერიუმებს. მთავარია მეწარმე ორიენტირებული იყოს მოგებაზე და მცირე ფერმერებისთვის მომსახურეობის გაწევაზე. გრანტის მსურველმა უნდა დაასაბუთოს თანადაფინანსების შესაძლებლობა'', - განაცხადა შალვა ფიფიამ.
კახეთის გუბერნატორი აღნიშნულ პროექტს მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ მცირე ფერმერებს საშუალება მიეცემათ აღიჭურვონ უახლესი ტექნიკით და დროულად განახორციელონ სხვადასხვა სასაოფლო-სამეურნეო ოპერაციები.P