წალენჯიხაში ოკუპანტებმა 42 მოსწავლე და მათი მშობლები დააკავეს. მათი აყვანა საოკუპაციო ზოლთან მაშინ მოხდა, როცა ისინი სოფელ წყოუშის ქართულ საჯარო სკოლაში გადმოსვლას ცდილობდნენ.
რუსმა ჯარისკაცებმა მოსწავლეებს მობილური ტელეფონები და ქართული პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. მოგვიანებით, მათი მშობლებიც დაიბარეს და ისინიც დააპატიმრეს. დაკავებულები ამჟამად რუსულ საგუშაგოზე არიან გადაყვანილები.
ოკუპანტები ამბობენ, რომ ყველა მათგანს გალში დააბრუნებენ და დაკითხავენ. რუსმა ჯარისკაცებმა ამჯერად მხოლოდ ერთი ბავშვი გაათავისუფლეს, ისიც 400 ლარის სანაცვლოდ.