"ქართული ოცნების" პრესსპიკერის განცხადებით, ირაკლი ალასანიასთვის გალისა და ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის დაბრალება ხელისუფლების მხრიდან მორიგი უსინდისობაა. Mმისივე თქმით, ამ ტიპის მოლაპარაკებების დროს ქართულ მხარეს კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევია.
,,ირაკლი ალასანიას ისიც კი დააბრალეს, რომ მისი ბრალია ყველანაირი მოლაპარაკების ჩაშლა ჟენევის ფორმატი იქნება გალის თუ ყველანაირი მოლაპარაკების და ეს მხოლოდ და მხოლოდ უსინდისობა რასაც ხელისუფლება აკეთებს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ხელისუფლებას კონკრეტული შეთანხმებისთვის ამ დრომდე არ მიუღწევია.
,,არცერთ ასთ შეხვედრაზე და უკვე მრავალი ასეთი შეხვედრაა გამართული კონკრეტული შედეგი მიღებული არ ყოფილა და ბოლო შეხვედრის წარუმატებლობის მიწერა იმაზე, რომ ირაკლი ალასანიამ შეიარაღებული ბანდფორმირებები ამხილა დასავლეთ საქართველოში და ამისი ბრალია არის უბრალოდ უსინდისობა სხვა უფრო მკვეთრი სიტყვა, რომ არ ვიხმარო".