ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის 17%-მდე სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. ხოლო მოსახლეობის 10 %-ს, არ აქვს ფინანსური სახსრები საკუთარი საცხოვრების გასათბობად, ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური ევროსტატი იტყობინება.
ევროსტატის მონაცემებით, სიღარიბის დონე ევროკავშირის 27 ქვეყანაში 2005 წლიდან უცვლელი რჩება და ის 17-18 %-ის ფარგლებშია, რაც დაახლოებით 500 მლნ. ადამიანს შეადგენს. ღარიბთა ყველაზე მეტი რაოდენობა ლატვიაშია (26%), რუმინეთში 23%-ი, ბულგარეთში 21 %-ი. ყველაზე დაბალი მაჩვენებლელია ჩეხეთში 9 %-ი, ხოლო ჰოლანდიასა და ჩეხეთში 11-11 %-ი.