უკრაინის ქალაქ ლუგანსკში, ქალაქის მე-7 საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. Nანგრევებიდან ნანგრევებიდან ცოცხლად 6 ადამიანი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ლუგანსკის მხარის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
ლუგანსკის საავადმყოფოში აფეთქება 18 იანვარს, დილით მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ჟანგბადის ბალონი გახდა.
დაუსტებული ინფორმაციით, აფეთქების დროს საავადმყოფოში სულ 366 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 105 მედიცინის მუშაკი იმყოფებოდა.
თავად ფაქტთან დაკავშირებით, აღრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულია საავადმყოფოს ტქნიკური განყოფილების უფროსი.