ქუთაისში წერეთლის N18 - ში, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ახალი ოფისი გაიხსნა, რომელიც მამა იონამ აკურთხა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, მამა იონამ დალოცა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და მათ უფლის წყალობა უსურვა.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს იმერეთსა და ქუთაისს. ჩვენ აქ ყოველთვის დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენი თანამოქალაქების მხრიდან , ამიტომ ჩვენთვის უნმიშვნელოვანესია ქუთაისში გვყავდეს ღირსეული და ძლიერი წარმომადგენლობა, სადაც ყველა მსურველსა და დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიმართოს პარტიას და ხმა მოგვაწვდინოს ნებისმიერ იმ პრობლემებზე, რომელიც მათ აწუხებთ"- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.