კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერები ქარელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მხარდამჭერებთან შესახვედრად შიდა ქართლში მანანა კობახიძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე, ლევან იზორია, ზურაბ აბაშიძე და ზვიად ძიძიგური იმყოფებოდნენ. წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში გამართულ შეხვედრას დავით მაღრაძე უძღვებოდა. „ქართული ოცნების" ლიდერები რეგიონის მოსახლეობას პოლიტიკურ გეგმებსა და მოახლოებული საპარლამენტო არჩვნების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას პოლიტიკოსებმა საერთო მიზნის მისაღწევად თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვეს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ კოალიციის ლიდერებთან შეხვედრაზე შიდა ქართლის რეგიონში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარების გამო გულისტკივილი გამოხატა და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა. კოალიციის ლიდერებთან შეხევდრაზე მისულ საზოგადოებას ბერა ივანიშვილის კლიპი „გპირდები" და პოლიტიკური ვიდეო რგოლი უჩვენეს.