"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი და ლევან ვეფხვაძე ამბრლოლაურის რაიონ სოფელ ჭრებალოს მოსახლეობას შეხვდნენ.
მათ რაჭველებს პარტიის მიერ ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად მომზადებული, მთიანი რეგიონების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნეს, რომლის ამოქმედების მიზანს მაღალმთიან და განსაკუთრებით საქართველოს საზღვრისპირა დემოგრაფიული პრობლემების მქონე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის, საყოფაცხოვრებო გარემოს ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება წარმოადგენს.
როგორც გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა,სტრატეგიის მიხედვით მაღალმთიან, საზღვრისპირა და დემოგრაფიულად დაცლილ რეგიონებში სპეციალური ეკონომიკური ზონები უნდა შეიქმნას.
„ამ ზონებში ინფრასტრუქტურული სასოფლო- სამეურნეო და ტურისტული პროექტების განსახორციელებლად დაბალპროცენტიანი სესხები და კრედიტები უნდა გაიცეს. ეს შექმნის ეკონომიკურ მოტივაციას და ადამიანებს დაასაქმებს" -განაცხადა ახვლედიანმა.
"ქრისტიან-დემოკრატები" ამ კონცეფციის ინიცირებას საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე გეგმავენ.