ქართული მხარე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მიღებული თანხით, აფხაზეთის რეგიონში, რეჩხის დასახლებიდან თბილისი-სოხუმის გზაჯვარედინამდე გზის რეაბილიტაციას გეგმავს.
უფრო კონკრეტულად, "ენგურჰესმა" უკვე გამოაცხადა ტენდერი აფხაზეთის რეგიონში 4 კმ. სიგრძისა და 6 მ. სიგანის ბეტონის გზის რეაბილიტაციაზე, რომელიც მოიცავს რეჩხის დასახლებიდან თბილისი-სოხუმის გზაჯვარედინამდე მონაკვეთს.
იმავდროულად იგეგმება, ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო არხის გასწვრივ 5 მ. სიგანის უზედაპირო საკონტროლო (საინსპექციო) გზის 12 კმ-იანი სექციის რეაბილიტაცია.
დაგეგმილია ასევე რეჩხის დასახლებაში არსებული ოთხსართულიანი შენობის სამი სართულის სრული რემონტი. ყველა ზევით აღნიშნული სამუშაო განხორციელდება ერთდროულად და დასრულდება დაწყების თარიღიდან 4 თვის ვადაში.