საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე იმედოვნებს, რომ ირაკლი ალასანიამ საკმაოდ "მოიმკო", როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით.
თარგამაძემ კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ალასანიას ცნობილი განცხადება ბანდფორმირებებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში გაერთაინებული კომიტეტების სხდომაზე შეაფასა.
კერძოდ, თარგამაძემ ალასანიას განცხადება სამი კომპონენტის მიხედვით შეაფასებს. მისი თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს იყო სიბეცე, ქვეყანასთან მიმართებაში - მავნებლობა, ხოლო ადამიანური თვალსაზრისით - ნამდვილი არაკაცობა.
თარგამაძემ ხაზი გაუსვა, მას ალასანიას განცხადებამდე, ორი თვით ადრე
რეზერვთან დაკავშირებით უკვე ჰქონდა დაანონსებული და ამის შესახებ სამხედრო ატაშეებმაც იცოდნენ.
"შესაბამისად, ეს თემა მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ალასანიამ პროვოკაციული განცხადება გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ კარგდა იცოდა რაზე იყო საუბარი. დღეს შედეგი სახეზეა. იმედია, ალასანიამ საკმაოდ მოიმკო, როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით", -აღნიშნა თარგამაზემ.
მისი თქმით, ერთერთი შედეგი ისაა, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აფხაზეთის მარიონეტულმა მთავრობამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
"როდესაც ქართული ოპოზიციის და მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლები იდენტურ განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის ზღვარი იკარგება. დამკვეთი გასაგებია, შემსრულებლები - ქართველები და მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთში აირივნენ", - დასძინა თარგამაძემ.
დღეს პარლამენტის შვიდი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე "საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციას" განიხილავენ.