სეპარატისტული აფხაზეთის კურორტისა და ტურიზმის ე.წ. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის ვიაჩესლავ ბარციცის ინფორმაციით, 2009 წელს აფხაზეთი ერთ მილიონზე მეტმა ტურისტთმა მოინახულა. მათ შორის 100 ათასზე მეტი აფხაზეტში საგზურებით ჩამოვიდა, დაახლოებით 185 ათასი ერთდღიანი ექსკურსიით, ყველა დანარჩენი კი კერძო სექტორში ისვენებდა.
მისივე თქმით, აფხაზეთში 2009 წელს ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა 2008 წელს ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობასთან შედარებით 15-20 %-ით მეტი იყო. ამასთან ერთად, ვიაჩესლავ ბარციცმა ასევე აღნიშნა, რომ 2009 წლის ტურისტული სეზონის საბოლოო შედეგები თებერვალში გახდება ცნობილი.
2009 წლის საკურორტი სეზონზე გაგრაში ზღვასთან ახლოს სახლი დღეღამეში 200-250 რუსული რუბლი ღირდა, გუდაუთაში 150 რუსული რუბლი, სოხუმში კი 200 რუსული რუბლი.