ჰაიტში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 75 ათასს აღწევს, 250 ათასი ადამიანს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული, მილიონზე მეტი კი საცხოვრებელი პირობების გარეშეა დარჩენილი.
შესაბამისი ინფორმაცია ჰაიტის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელედა.
აღნიშნული განცხადების, მიუხედავად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით მაინც არაა დაზუსტებილი.
ქვეყნის შინაგადან საქმეთა მინისტრმა პოლ ანტუან-ბენ-აიმეს განცხადებით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერასოდეს გახდება შესაძლებელი.
კუნძულზე პერიოდულად კვლავ ფიქსირდება მიწისქვესა ბიძგები. ჰაიტში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, თუმცა ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა გადარჩენის შანსი სულ უფრო მინიმალურია.