შავ ზღვაში გემი ჩაიძირა. მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდზე, რომელმაც კატასტროფა თურქეთის ტერიტორიულ წყლებში განიცადა, 4 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა. საქართველოს ყველა მოქალაქის გადარჩენა მოხერხდა. მეზღვაურებს შორის სხეულის დაზიანებები მხოლოდ ერთ ქართველს აღენიშნება, რომელიც ამ დროისთვის თურქეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თურქეთში საქართველოს კონსულის განცხადებით, მაშველებმა ეკიპაჟის ყველა წევრის გადარჩენა მოახერხეს.
გემის კატასტროფის მიზეზები დგინდება.