შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მშიშარა ადამიანი მმართველი გუნდის წევრი ვერ იქნება.
ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე ოპოზიციის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, უწყება ხელს აფარებს იმ პირებს, ვინც აგვისტოს ომის დროს გაიპარა.
მერაბიშვილის თქმით, ხელისუფლებას არც ერთი ჩინოვნიკის წინაშე არ აქვს ვალდებულება, რომ მას ხელი დააფაროს.
„თითქოს, ჩვენ რომელიღაც ჩინოვნიკს ხელი დავაფარეთ, რომელიც ომის დროს გაიპარა. ჩვენ რა ვალი გვაქვს ნებისმიერი ჩინოვნიკის წინაშე, რომ მას ხელი დავაფაროთ? აბსურდული განცხადებაა, რადგან ეს საქართველოს ომი იყო და ნებისმიერი მოღალეტე პასუხს აგებს, ხოლო მშიშარა ადამიანი ჩვენი გუნდის წევრი ვერ იქნება. არ მესმის, ეს საკითხი სერიოზულად როგორ უნდა დაივას", - აღნიშნა მინისტრმა.