"რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ლიდერის გაღიზიანებას იწვევს ნებისმიერი დემოკრატიული პროცესები მათ საზღვრებთან ახლოს", _ აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნავს, რომ საქართველოს განვითარების პროცესი არ შეფერხდება.
"მიუხედვბად მათი მცდელობისა შეუძლებელია, მათ ეს პროცესები შეაჩერონ", _ განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ.