"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" განათლების სისტემის შესახებ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში დაფიქსირებული რჩევების პრაქტიკულად განხორციელებას ითხოვს.
შესაბამისი მოთხოვნით "ედპ" საქართველოს მთავრობას დღეს მიმართავს.
პარტიის ლიდერის განმარტებით, საკითხები, რომელზეც უწმინდესმა გაამახვილა ყურადღება, განათლების სისტემის ახალ რეფორმაში უნდა აისახოს.
"საუბარია სკოლებში ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და დამატებითი საგნების შემოღებაზე", - განმარტავს ბაჩუკი ქარდავა.
მთავრობისთვის განკუთვნილი მიმართვის ტექსტის სრული ვარიანტი ცნობილი დღეს გახდება. "ედპ"-ის ლიდერი მას სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაახმოვანებს.