საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, მედვედევის განცხადებები ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევის მორიგი მცდელობაა.
ამის შესახებ დეპუტატმა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადები კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ,,სააკაშვილის წასვლის,, შემდეგაა დასაშვები.
დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბევრად უფრო მალე წავა პოლიტიკიდან, ვიდრე მისი ქართველი კოლეგა.
"ეს განცხადება მორიგი უტიფრობაა იმ პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც პრეზიდენტობის მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩენია. ვინ წავა პოლიტიკიდან ამას დავინახავთ, - მედვედევი თუ სააკაშვილი" - აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ დიმიტრი მედვედევის განცხადებები ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევის მცდელობაა.
რუსეთის პრეზიდენტმა რუსული არხებისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნ"სააკაშვილი - ცარიელი ადგილია - ნულია. ის ადრე თუ გვიან წავა პოლიტიკური ისტორიიდან ხოლო ნესმიერი სხვა ლიდერი, რომელიც იქ გაჩნდება მზად ვართ მასთან აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა და მათთან ერთად ვიაროთ ისე შორის რამდენადან ისინი იქნებიან ამისათვის მზად"