ივანიშვილი უკვე კარგავს ამომრჩეველს, ვიდრე იძენს და ტენდენცია ის არის, რომ ის უკვე კარგავს ამომრჩეველს, ვიდრე იძენს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ლიდერობის თვისებები არ აღმოაჩნდა.
"მას არ აქვს, საკმარისი მხარდაჭერა, რადგან, პრაქტიკულად ეს არის ის ოპოზიცია, რომელიც ადრეც იყო და ახლაც არის. მათ მხოლოდ დაემატათ ერთი ახალი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არ გამოუვლენია ძლიერი პოლიტიკური ნიშნები და თვისებები. ის არ არის პოლიტიკური ლიდერი და ხალხი ამას გრძნობს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გია ნოდიამ და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა შეძლო მხოლოდ საკუთარი თავის გარშემო პოლიტიკური ელექტორატის რაღაც ნაწილის გაერთიანება.
"ტენდენცია ის არის, რომ ის უკვე კარგავს ამომრჩეველს, ვიდრე იძენს", _ აღნიშნა გია ნოდიამ.