დღეიდან, 20 იანვრიდან, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პოლიტიკური პარტიებისთვის საკუთარი სოციალური ინიციატივების გაცნობას დაიწყებს.
ამ მიზნით პირველ შეხვედრას ბაღათურია "ლეიბორისტებთან" გამართავს და ყოფილ თანაგუნდელებს იმ სოციალურ ინიციატივებს გააცნობს, რომლებსაც შემდგომში კანონპროექტის სახით პარლამენტს წარუდგენს.
ოპოზიციონერ დეპუტატს იმედი აქვს, რომ კოლეგების მხარდაჭერას მოიპოვებს.
შეგახსენებთ, რომ "ქართული დასის" სოციალური ინიციატივები პენსიების საარსებო მინიმუმამდე - 150 ლარამდე გაზრდასა და პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასო სამედიცინო პოლისით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.