საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის შეფასებით, მედვედევს და პუტინს რეფორმების განხორციელების არავითარი სურვილი არა აქვთ. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის სატელევიზიო იუნტერვიუს კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, რუსეთი დიდი ქვეყანაა და ყველა პოლიციელს ვერ გაყრის და ახლებს ვერ აიყვანს, როგორც ეს "უპაწაწინეს სახელმწიფოში" ხდება.
მინაშვილის განცხადებით, რეფორმის კოპოირება წარმატების საწინდარი არ არის, მთავარია არსებობდეს პოლიტიკური ნება, მოტივაცია და სურვილი რომ ქვეყანაში მართლაც რეფორმები ჩაატარონ.
"წლების განმავლობაში გამოჩნდა, რომ პუტინს და მედვედევს არავითარი სურვილი არა აქვს რეფორმების განხორციელების. ეს ჩვენთვის ახალი არ არის. ამას რუსეთის საზოგადოებაც კარგად ხვდება. მალე ეს ადამიანები შედეგებს მოიმკიან და ამაში მთავარ როლს რუსეთის საზოგადოება ითაშებს" - აღნიშნა დეპუტატმა.
მედვედევმა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე - "მილიციას გადაარქვით პოლიცია, თუმცა მათი სიმხეცის შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად ყოველდღე მოდის. რა ხდება უკვე პოლიციის რეფორმირება ხომ არ არის საჭირო?, მედვედევმა უპასუხა, რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა და არ არის "უპაწაწინესი სახელმწიფო", რომ ყველა პოლიციელი გავყაროთ და ახლები აიყვანონ.
"ჩვენ გზის დასაწყისში ვართ. ჩვენ არ ვართ აი ასეთი პატარა ნამცეცი, არ ვართ არც უპაწაწინესი სახელმწიფო, რომელიც ჩემთვის ხშირად მაგალითად მოჰყავთ, რომ ვთქვათ მოდით ყველა პოლიციელი გავყაროთ და ახლები ავიყვანოთ", _ განაცხადა მედევდევმა. - საქართველოს გულისხმობთ?",- ჩაეკითხა ჟურნალისტი.
"მე არაფერს ვგულისხმობ, ეს თქვენ თქვით, მე ვამბობ, ჩვენ არ ვართ პატარა ქვეყანა რომელშიც მსგავსი რამის გაკეთება შეიძლება. ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ", - განაცხადა მედვედევმა.