დღეს, 20 იანვარს, გალში პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე საკითხის დაყენებას გეგმავენ, მათ შორის ორი ადგილობრივებისთვის გადაადგილების გამარტივებასა და რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის მიერ მომზადებული სახელმწიფო სტრატეგიაც ითვალისწინებს.
აღნიშნულის გარდა, მხარეები ადმინისტრაციულ საზღვარზე განვლილ პერიოდში მომხდარ ინციდენტებსაც შეაფასებენ.
შეხვედრა გალში 11:00 საათისთვის დაიწყება.