დღეიდან, 20 იანვრიდან პერევის მსგავსად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესვლა ახალგორშიც გართულდება.
რაიონში შესასვლელად მოსახლეობას ქართული პირადობებისა და დაბადების მოწმობების რუსული ასლების წარდგენა მოუწევთ. დოკუმენტები შემოწმდება, როგორც ოკუპანტთა, ისე სეპარატისტთა პოსტებზე. ამის მიზეზად ისინი ქართული ენის არცოდნას ასახელებენ.
აღნიშნულს გამოხმაურება უკვე მოჰყვა ოფიციალურ თბილისში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, მსგავსი ქმედებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რუსეთი არა თუ ასრულებს საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს, არამედ უსახესად არღვევს მას.
"ჩვენ ამაზე მწვავე რეაქცია უნდა გვქონდეს. მართალია, ქვეყანასთან რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი უნდა გააკეთიოს იმისთვის, რომ მსგავსი უკანონობები დასრულდეს", - აცხადებს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი.