საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ სოხუმის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადება რეალურად მოსკოვიდან მოდის.
"ეს არ მოდის სოხუმიდან, ეს ყველაფერი მოდის მოსკოვიდან. საბაბად გამოიყენეს ირაკლი ალასანიას განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში იქმნება უკანონო შეიარაღებული ფორმირებები. მარიონეტულმა მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა სათანადოდ არ მიიღო ალასანიას განცხადებები და ამის გამო ევროკავშირის ელჩი გამოაცხადეს პერსონა ნონ-გრატად", _ განაცხადა უტიაშვილმა.
შეგახსენებთ: ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი სოხუმის ხელმძღვანელობამ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მიზეზი კი, როგორც უტიაშვილი აცხადებს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მიერ დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ გავრცელებული განცხადება გახდა.