პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. იგი ხვალ, 25 აპრილს, ხონის რაიონის მოსახლეობას შეხვდება და ადგილობრივ მოსახლეობას იმ პროექტებზე ესაუბრება, რომელიც იმერეთის მხარეში ხორციელდება.
პარლამენტის თავმჯდომარე ხონის რაიონის სოფელ მათხოჯის მოსახლეობასაც შეხვდება და მათ იმ საკითხების გადაწყვეტაზე ესაუბრება, რომელიც ამ სოფლის მოსახლეობას აწუხებს.