ხვალ, 25 აპრილს, 17:30 საათზე, ქუთაისის მერიაში ქალაქ ქუთაისის განათების სისტემის მოდერნიზაციის საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგოეფექტურობის კომპანია ქუთაისის მერიასთან და შპს "ინტერრაო ეეს-ის ენერგოეფექტურობის ცენტრთან" ერთად ახორციელებს.
ღონისძიებას დაესწრებიან ენერგეტიკის სამინისტროს, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ქუთაისის და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები, ასევე "საქართველოს ენერგო ეფექტურობის" კომპანიის, შპს "ინტერრაო ეეს-ის ენერგოეფექტურობის ცენტრის" და სს "თელასის" წარმომადგენლები.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქუთაისის გარეგანათების მოდერნიზების გეგმა და დიოდური გარე განათების დანერგვის საპილოტე პროექტი, რომელიც დავით აღმაშენებლის ქუჩაზე დამონტაჟდა.