საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ქუთაისში იმყოფებოდა. ბასმა ქუთაისში საბავშვო ბიბლიოთეკაში ამერიკის კუთხე გახსნა, სადაც ყველა მსურველს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია ამერიკის კულტურისა და ისტორიის შესახებ.
"ქუთაისში გაიხსნა ამერიკული კუთხე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია ამერიკის შესახებ", _ განაცხადა აშშ ელჩმა ბასმა ქუთაისში სტუმრობისას.
ბასი ქუთაისში სტუმრობისას ასევე შეხვდა 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ამერიკის შემსწავლელ პროგრამას გადიან.