გასულ დღე-ღამის განმავლობაში ჩეჩნეთსა და დაღესტანში ჩატარებული ხუთი სპეცოპერაციის შედეგად ორი სამართალდამცავი და ცხრა ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის ოპერატიული შტაბების მიერ დაღესტანსა და ჩეჩნეთში ჩატარებული ხუთი ოპერატიულ-საბრძოლო ოპერაციის შედეგად ნეიტრალიზებულია ცხრა ბოევიკი", _ იუწყება რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი.
მათი ინფორმაციით, მოსახლეობიდან მსხვერპლი არ არის, თუმცა მოკლულია ორი პოლიციელი. ისინი ჩეჩეთში დაიღუპნენ.