ცხინვალის რეგიონისა (საქართველო) და ჩრდილოეთ ოსეთის (რუსეთი) დამაკავშირებელი როკის გვირაბის სამწლიან რეკონსტრუქციაზე დახურვა ორი კვირით გადაიდო. გვირაბი ხვალიდან, 24 აპრილის 12:00 საათიდან უნდა დახურულიყო. თუმცა, ოსი სეპარატისტები, რომლებმაც რუსული მხარის მიერ "მათ დაუკითხვად" ამ გადაწყვტილების მიღებას "მიუღებელი" უწოდეს და უკმაყოფილება გამოთქვეს იუწყებიან, რომ ახალმა ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის ფედერალური დაწესებულება "ჩრდილო-კავკასიის ფედერალური გზები"-ის ხელმძღვანელს გაიოზ მაკიევს დაურეკა და გვირაბის დახურვის ვადებზე ესაუბრა.
"ლენიდ თიბილოვის ინივიატივით, როკის გვირაბის დახურვა ორი კვირით გადაიდო. ამ დროის განმავლობაში იგეგმებე დეტალურად იქნას გათვლილი გვირაბის დახურვის შემთხვევაში ავტოსატრანპოსრტო საშუალებების მოძრაობის განრიგი", _ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
შეგახსნებთ, რომ 17 აპრილს ოსი სეპარატისტები წევრდნენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ არაფერი იცის იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 24 აპრილს შუადღიდან როკის გვირაბი სამწლიან რეკონსტრუქციაზე იკეტება. განცხადება ამის შესახებ მაშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა "მინისტრმა" ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.
"ჩვენთვის არაფერი უცნობებიათ ამ გადაწყვეტილების შესახებ და მე არ ვიცი ვინ მიიღო ის", _ აცხადებდა ბიბილოვი და აღნიშნავდა, რომ უახლოეს დროში ის გაარკვევს შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს და თუ ეს ინფორმაცია მართლაც დადასტურდა გაარკვევს იმასაც თუ რატომ მიიღეს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე.
ამავე დროს, რუსეთის ფედერალური დაწესებულებაში "ჩრდილო-კავკასიის ფედერალური გზებში" აცხადებენ, რომ როკის გვირაბის დახურვასთან დაკავშირებით 24 აპრილის 12:00 საათიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის გვირაბი დაიხურება.
მათივე ინფორმაციით, როკის გვირაბის მონაკვეთზე მოძრაობა სპეციალური გრაფიკით განხორციელდება. კერძოდ, ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის მიმართულებით ავტომობილები გარკვეულ დროს წავლენ და რუსეთიდან მომავალი ავტომობილებისათვისაც გარკვეული დრო დაწესდება. ამავე დროს აღნიშნულია ისიც, რომ მოძრაობა ნებადართული მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული გაბარიტების ავტომობილებისათვის იქნება.
სპეციალისტების ინფორმაციით, 25 წელზე მეტი ხნის ფუნქციონიტერების შემდეგ გვირაბი ავარიული გახდა, მისი ინფრასტრუქტურა მოძველდა. გასაკეთებელია ჰიდროიზოლაცია, ელექტრობა და ვენტილაცია, დასაგებია გზის საფარი. აღდგენილი როკის გვირაბის ექსპლუატაციაში შეყვანის თარიღად 2015 წელი სახელდება.
როკის გვირაბის სიგრძე 3,7 კილომეტრია და მისი რეაბილიტაცია დაახლოებით 18 მილიარდი რუსული რუბლი დაჯდება. გვირაბის რუსეთის ფინანსებით გარემონტდება.