ამერიკელი მილიარდელი საქართველოში გატარებულ ორ დღეს დადებითად ახასიათებს და პირობას დებს, რომ ის საქართველოში ბევჯერ ჩამოვა. დოლანდ ტრამპი, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება, განმარტავს, რომ ქვეყნის გარეთ ყველა საქართველოში მიმდინარე მშენებლობებზე და მის პრეზიდენტზე საუბრობდა.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში ვიმყოფები. გიორგი რამიშვილს ("სილქროუდ ჯგუფის" ხელმძღვანელი, რომელის საქართველოში ტრამპის პარტნიორს წარმოადგენს) დიდი ხანია ვიცნობ და ის არასოდეს არ ჩერდება. ჩემი გუნდი კარგად იცნობს სიტუაციას და ამიტომ დავთანხმდით აქ შემოსვლას. ის ხალხი ვინც ბათუმში ცხოვრობს ყველაფრის მომსწრეა და ეს მათთვის კეთდება, თუმცა მე მათ მინდა ვუთხრა, რომ ქვეყნის გარეთ ყველა თქვენზე საუბრობს ბატონო პრეზიდენტო და თქვენ ხართ დიდი ადამიანი. მე აქ ბრწყინვალე დღეები გავატარე და ბევრჯერ ჩამოვალ საქართველოში",- აღნიშნა დონალდ ტრამპმა, ბათუმში Trump Tower-ის პრეზენტაციისას.
როგორც ცნობილია Trump Tower-ის პროექტი, არქიტექტურული ფირმა "John Fotiadis Architect"-ის მიერ არის შემუშავებული. თანამედროვე 47-სართულიან შენობაში 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები განთავსდება, რომლებსაც ხედები შავი ზღვის სანაპიროსკენ ექნება.
ამერიკელი მილიარდერის ვიზიტი საქართველოში ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა ვიზიტი გადადიდო და მაშინ საქართველოში ტრამპის პარტნიორმა კომპანია "სილქროუდ ჯგუფმა" განმარტება გააკეთა, რომ ვიზიტი სავარაუდოდ 2012 წლის დასაწყისში შედგებოდა.
ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქროუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში, მარტში გაფორმდა. ქართულ მხარესა და დონალდ ტრამპს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად Trump Tower საქართველოშიც აშენდება.
გეგმის მიხედვით, ტრამპის ინვესტირებით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს. მშენებლობაში პირველ ეტაპზე 250 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდება, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდას გეგმავს.
პროექტის დასრულების შემდეგ, სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების გარდა, შენობებში კომერციული ფართები და სამორინეები განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ჯონ ტრამპი აშშ-ში მდებარე მსხვილი სამშენებლო კომპანია Trump Organization-ის პრეზიდენტი და კომპანია Trump Entertainment Resorts-ის დამაარსებელია, რომელიც მართავს კაზინოებისა და სასტუმროების დიდ ქსელ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.