კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკაში შემოსული ახალი სახეები მნიშვნელოვან სიტყვას იტყვიან.
"დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი და ყველა ის ხალხი რომელიც ახლა პოლიტიკაში ახალ სახეებად ითვლებიან თავის სერიოზულ სიტყვას იტყვიან", _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დაფუძნების ყრილობაზე.
მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარედ მანანა კობახიძის არჩევა შეთანხმებულად მოხდა საინიციატივო ჯგუფის დელეგატებსა და კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის.
"დღეს ახალი პარტია დაფუძნდა და ეს ნიშნავს, იმას, რომ ხალხი რომელიც ამ პარტიაში გაერთიანდა ერთხმად წყვეტს ყველა საკითხს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარის საკითხს. ასე რომ, ყველა საკითხი გადაწყდა საინიციატივო ჯგუფის დელეგატების მიერ და ცხადია, ჩვენს კოალიციაში შემავალი პარტიებიც ვიღებდით მონაწილეობას", _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.