ოკუპირებულ ახალგორში რუს სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.
ოკუპანტების სამხედრო ნაწილში სროლა წუხელ ისმოდა. ჯარისკაცებმა ერთმანეთი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, სამხედროები ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთ ჯარისკაცს ტყვია გულ-მკერდის არეში აქვს მოხვედრილი. სამხედრო ნაწილში სასწრაფო დახმარების ბრიგადა ახალგორიდან გამოიძახეს. პირველადი სამედიცინო დახმარება ჯარისკაცებს ადგილზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც დაჭრილები ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.