აჭარის მთიანეთში დიდთოვლობაა. გოდერძის უღელტეხილზე უკვე თვრამეტი დღეა გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე აკრძალულია ნებისმიერი ავტოტრანსპორტის გადაადგილება ახალციხის მიმართულებით.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ათკაციანი ბრიგადა და ექვსი ერთეული ტექნიკა.
სპეციალისტების ინფორმაციით, ერთ კვირაში ახალციხის მიმართულებით მოძრაობა აღდგება, ხოლო შემდეგ გზის გაწმენდითი სამუშაოები გოდერძის უღელტეხილზე ბეშუმის მიმართულებით დაიწყება.