ხვალ, 21 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გურჯაანში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს და ნაყინის ქარხანას დაათვალიერებს.
პარლამენტის თავმჯდომარე წინანდალში ქართული ყველის ფესტივალსაც დაესწრება.
საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს და იმ პროექტებზე ესაუბრება, რომელიც კახეთში ხორციელდება.