პერევში მოსახლეობის აღწერა დაიწყო.
საჩხერის რაიონის გამგებლის ზურაბ ცერცვაძის განცხადებით, სოფელში უკანონოდ განთავსებული რუსი ოკუპანტები პერევში შემსვლელებს "აჩერებენ, ვინაობას ეკითხებიან, შემდეგ მათ მონაცემებს სპეციალურ ჟურნალში იწერენ და მოსახლეობას მხოლოდ ამის მერე უშვებენ".
"ამ პროცედურას ოკუპანტები დაახლოებით ერთ საათს ანდომებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, რას ემსახურება მათი აღწერა", - აცხადებს ცერცვაძე.
ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია.