"სამხრეთ ოსეთი რუსეთის სამხრეთის საზღვრების საიმედო საყრდენი დაცვა იქნება და სამხრეთ ოსეთი გააგრელებს პოლიტიკის გატარებას - "სამუდამოდ რუსეთთან" , _ ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის დუმის სპიკერთან სერგეი ნარიშკინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ყველა მიმართულებით ერთობლივად ვიმუშავებთ. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს პოლიტიკის გატარებას "სამუდამოდ რუსეთთან" რომელიც მისმა ხალხმა აირჩია", _ განაცხადა თიბილოვმა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვის სფეროებში გაგრძელდება.