სერგეი ლავროვის განცხადებას ქართველი კანონმდებლები ეხმიანებიან და აღნიშნავენ, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადება ისტერიული იყო.
"რუსეთის ხელისუფლების ეს ისტერიული გამონათქვამები ყველაზე კარგი ინდიკატორია იმისა, რომ საქართველო წარმატებულად ვითარდება, წარმატებულია მისი საგარეო პოლიტიკა, სწრაფია ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მშვიდობიანი, განვითარებადი სახელმწიფო და ამით არის გაღიზიანებული რუსეთის ხელისუფლება", _ განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება კავკასიაში ახალი ავანტიურა მოაწყოს.