საქართველოს უშიშროების საბჭო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთი არის უპასუხისმგებლო მოთამაშე და არ იცავს საერთაშორისო სტანდარტებს.
"ლავროვის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი არის უპასუხისმგებლო მოთამაშე და არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რაზედაც საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო უსაფრთხოებაა აგებული. 2008 წელს ომის გაჩაღების მიზეზი რუსეთის მხრიდან იყო ის, რომ შეეჩერებინათ საქართველოს დემოკრატიული განვითარება, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება და ეს რუსეთის უმაღლესმა პოლიტიკურმა ლიდერებმაც აღიარეს. თუმცა ჩვენი პასუხი არის ცალსახა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი", _ განაცხადა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ.
შეგახსენებთ, ბრიუსელში მიმდინარე ნატოს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა კავკასიაში ახალი ავანტიურა მოაწყოს.