როკის გვირაბის დაკეტვა რუსეთს, შესაძლოა, სამხედრო სწავლებისთვის სჭირდება, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლოტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. მისი თქმით, გვირაბს ჩასატარებელი აქვს სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც.
"როკის გვირაბის დაკეტვა სავარაუდოა, რომ მას ჩასატარებელი აქვს სარემონტო სამუშაოები. რაც თავისთავად სავარაუდოა, რომ რუსეთს დასჭირდება მომავალი სამხედრო სწავლებებისთვის, მემგონი, ამ კონტექსტში არის ეს ნაბიჯი გადადგმული", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რამაზ საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან შეუთანხმებლად როკის გვირაბის სამი წლით დაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.