შუახევის რაიონის სოფელ დღვანში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ფუტკარაძეების შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მეწყერი ღამით ჩამოწვა, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ.
დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი გამგეობა 5 000 ლარით დაეხმარება.
,,გზები აბსოლუტურად ყველგან არის გაწმენდილი. რაც შეეხება მეწყერს სოფელ დღვანში ამით ფუტკარაძეების ოჯახს შექმნა საშიშროება და ოჯახი გახიზნულ იქნა მეზობელ ოჯახში. სხვა დანარჩენ ოჯახებს ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრებათ. დაზარალებულებს გამგეობა 5 000 ლარით დაეხმარება.", _ განაცხადა შუახევის რაიონის გამგებელმა ნუგზარ ამაღლობაშვილმა.
შეგახსენებთ, მეწყერს შუახევის სხვა სოფლებშიც ელიან რის გამოც რაიონში ოფიციალური სამაშველო შტაბი შეიქმნა.