ბიძინა ივანიშვილმა ბევრად მეტი მიიღო, ვიდრე ის საქართველოს მოქალაქეობით მიიღებდა, - ასე აფასებენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ,,ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივას.
,,როდესაც მოქალაქეობის მიცემა არ მიცემა იყო, ვაი მიცემა და ვუი პრობლემის ზღვარზე. Gგადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ კონსტიტუციის საშუალებით, მომხდარიყო პრობლემის დარეგულირება. პრობლემის დარეგულირების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილისათვის დღევანდელი მოცემულობით რომელითაც ის არის საფრანგეთის მოქალაქე მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. Eეს ძალიან აღმატებული შედეგი არის ბიძინა ივანიშვილისათვის, პირად ასპექტში", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, ,,ქდმ"-ს ინიციატივის თანახმად, პირი რომელიც არის საქართველოში დაბადებული, ნაცხოვრები ათი წლის განმავლობაში და არის ევროკავშირის მოქალაქე პოლიტიკური აქტივობის საშუალება ეძლევა.