სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავმა ორგანოებმა ხუთი ადამიანი დააკავეს, რომლებიც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილნი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. პროკურატურაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დაკავებულთა ვინაობა "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება".
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად მისი პირადი დაცვის ორი წევრი, რემზიკ ცუგბა და თენგიზ პანდარია, მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ.