გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უფრო მშვიდი ჩანს, ვიდრე ადრე.
გაეროს გენმდივანი ასევე აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა ქვეყანაში დამყარებულ შედარებით წესრიგზე სირიის ხელისუფლებას ეკისრება.
ამავე დროს, გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭოსთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სირიაში დამკვირვებელთა მისია იქნება გაგზავნილი.