საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, 2011 წელს ომბუდსმენის აპარატში დევნილთა მიმართვიანობის მაჩვენებელი მაღალი იყო. როგორც მან პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2011 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი დევნილთა მდგომარეობის შესასწავლად მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით ატარებდა.
ტუღუშის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ გარკვეული პროგრესის მიუხედავად, დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისა და საცხოვრებელი პირობების მხრივ, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
"დევნილთათვსის განკუთვნილი შენობების პრივატიზების პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს და არაერთი ოჯახი საცხოვრებელ ფართს დღემდე ელის. ასევე დროში ხშირად ჭიანურდება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის პროცედურა. კვლავაც აქტუალურია ზამთარში გათბობისა და წყლის მიწოდების პრობლემა", - განაცხადა ომბუდსმენმა.
მისი თმით, ერთ-ერთ გამოწვევად კვლავ რჩება დევნილთა უმუშევრობის პრობლემა. შესაბამისად, სახალხო დამცველი ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციას აძლევს,