საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლას უპრეცედენტო შემთხვევად მიიჩნევს.
"მნიშვნელოვანია, რომ მოწვევა გავუგზავნოთ მათ, შვიდი თვით ადრე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. როგორც წესი, დამკვირვებლების მოწვევა 2-3 თვით ადრე ხდება", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ თხოვნით მიმართა ევროკავშირს, დააფინანსონ წინასაარჩევნოდ მედიამონიტორინგის პროცესი.
"ასევე, მივმართეთ ევროკავშირს თხოვნით, დააფინანსონ მედიამონიტორინგის პროექტი ისევე, როგორც იყო 2008 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს. ჩვენთვის არჩევნებში დამკვირვებლების მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან მათ შეძლონ, დააკვირდნენ არჩევნების წინაპერიოდში მიმდინარე პროცესებს, შეაფასონ, თუ რა ხდება საქართველოში საარჩევნოდ და ასევე უშუალოდ დააკვირდნენ არჩევნების პროცესს", _ განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირსა და გაეროში დააგზავნა წერილები საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მოთხოვნის მიზნით.