უკრაინის მილიცია საარჩევნო კანონდარღვევის შესახებ რამდენიმე ინფორმაციას ამოწმებს.
კერძოდ, მოწმდება ინფორმაცია ჩერნიგოვის ერთ-ერთი აგროლიცეუმის დირექტორის შესახებ, რომელიც სტუდენტებს, გავრცელებული ინფორმაციით, აიძულებდა ხმა მისთვის სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატისთვის მიეცა.
უკრაინის შსს-ის ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს ინფორმაციის შემოწმება ტერნოპოლში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც ადგილი ჰქონდა ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ქსენოფობიის გაკეთებას.
გარდა ამისა, როგორც შსს-ში აცხადებენ, ლუგანსკში მილიციას მიმართა ერთ-ერთი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული კომისიის მდივანმა შემთხვევით საკუთარ სახლში დაწვა საარჩევნო უბნის ბეჭედი.
მთელი რიგი დარღვევები დაფიქსირდა ასევე ტერნოპოლში. სამხარეო პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროპკურატურაში 16 განცხადებაა შესული საარჩევნო უბნებზე მომხდარ დარღვევებსა და დანაშაულებებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, სუმის მხარის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საარჩევნო კომისიის წევრების მიერ 7 საარჩევნო უბანზე 8 404 ბიულეტენის გაფუჭების ფაქტზე. კომისიის წევრებმა ბიულეტენებზე რიგი კანდიდატების გასწვრივ დასვეს შტამპი "მოხსნილია". აღნიშნული დანაშაული უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.