81 წლის ასაკში მადრიდის "რეალის" ლეგენდარული კაპიტანი მარია სარაგა გარდაიცვალა, რომელიც მადრიდულ კლუბს 50-იან წლებში თამაშობდა.
სარაგა მადრიდელებს 5 ჩემპიონთა თასის მოპოვებაში დაეხმარა, გარდა ამისა მან კლუბთან ერთად 6-ჯერ მოიგო ლა ლიგის ჩემპიონატი.
სამეფო კლუბში სულ მან 306 მატჩი ჩაატარა და 96-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა, ხოლო როგორც ესპანეთის ნაკრების წევრი ამ სტატუსით მან 8-ჯერ მოახერხა მინდორზე გასვლა.