5 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოადგენს სპექტაკლს "აუშვიცი" - ფერფლის პლანეტა".
სპექტაკლი დევიდ ზან მაიროვიცის პიესის მიხედვით რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა. მონაწილეობენ: გორელიკი - დიმიტრი მელია და ექიმი - თამარ მახარაძე. რეჟისორი სპექტაკლში იყენებს ექსპერიმენტული მულტიმედიურ ელემენტებს - რადიო- და ვიდეოეფექტებს.
სპექტაკლი აგებულია ცნობილი დრამატურგის დევიდ ზან მაიროვიცის რადიო პიესის "ფერფლის პლანეტის" მიხედვით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროის ადამიანის ტრაგიკული ისტორიას ასახავს. სპექტაკლში მოქმედება ვითარდება აუშვიცის საკოცენტრაციო ბანაკში, სადაც 4 მილიონზე მეტი ებრაული და სხვა ეთნიკური ჯგუფის ხალხი გერმანელებმა აწამეს.
3 ივლისს სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება მინსკში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომელსაც მსოფლიო თეატრმცოდნეთა მე-9 საერთაშორისო კონგრესის მონაწილეები დაესწრებიან.