სეპარატისტულ აფხაზეთში დამასკოდან ჩასული აფხაზური დიაპორტის წარმომადგენლები იმყოფებიან. ესხან აგრბას და მის ორ დას მახასა და მუხიბას აფხაზეთში ჩასვლისას მათი გვარის წარმომადგებლები დახვდნენ. მათი აფხაზეთში ჩასვლის მიზანი აფხაზეთში არსებული სახოვრებელი პირობების გაცნობაა, რათა მათ ამის შესახებ მოგვიანებით სირიაში მაცხოვრებელ თავიან თანამემამულეებს მოუთხრონ.
"აფხაზეთი ეს ჩვენი მიწაა და გვინდა რომ ის ყვაოდეს. აქ ჩამოსვლა ჯერ კიდევ მამაჩემს სურდა, მაგრამ მან ამის გაკეთება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მე შევასრულე მამაჩემის სურვილი", _ განაცხადა ესხან აგრბამ.
აფხაზეთში ჩასულმა სირიელმა აფხაზებმა გვირგვინებით უკვე შეამკეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპული აფხაზი ბოევიკების მემორიალი. ისინი ასევე აპირებენ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერების ვლადისლავ არძინბასა და სერგეი ბაღაფშის საფლავების მონახულებას.
აფხაზეთში ჩასულმა სირიელმა აფხაზებმა ე.წ. აფხაზური პასპორტების მიღების სურვილი გამოთქვეს, განცხადებები დაწერეს და ისინი მალე აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეები გახდებიან.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთი ოფიციალური განცხადება გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ მზადაა სირუაში მაცხოვრებელი აფხაზი ეროვნების "თანამემამულეების" "ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას" ხელი შეუწყოს.
მიმდინარე წლის 22 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიიდან აფხაზეთში ორი აფხაზი უკვე "დაბრუნდა". ნიშან ვანაჩა და შამილ მარშანი - ეს ის აფხაზები არიან, რომლებმაც "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნება გადაწყვიტეს და გააკეთეს განცხადება, რომ მალე აფხაზეთში თავიანი ოჯახის წევრებსაც ჩამოიყვანენ.
ნიშან ვანაჩა არქიტექტორია, შამილ მარშანმა კი ინდუსტრიული კოლეჯი საამთავრა. ამჟამად ისინი სოხუმში დასასვენებელ სახლ "აფხაზიაში" ცხოვრობენ. ნიშან ვანაჩას განცხადებით იგი იმისათვის დაბრუნდა აფხაზეთში, რომ მთელი მისი ოჯახისათვის დაბრუნების საფუძველი მოამზადოს. მისივე თქმით, მალე აფხაზეთში ჩამოსვლას ასევე გეგმავს მისი ორი ძმიშვილი.