დღეს, 31 მარტს, 12:00 საათზე, გურიის რეგიონში საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომა ჩატარდება. სხდომას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კობახიძე გახსნის. კობახიძე პარლამენტარებს სამინისტროს მიერ გურიის რეგიონში განსახორციელებელ პროექტებს წარუდგენს.
ვიზიტის ფარგლებში სხდომის მონაწილეები გურიაში განსახორციელებელ და მიმდინარე პროექტებს მოინახულებენ. სოფელ ნიგვზიანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე რეგიონისთვის აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილება.
მინისტრის მოადგილე სოფელ მერიასაც ეწვევა და მექანიზაციის მშენებარე ცენტრზე მიმდინარე სამუშაოსაც დაათვალიერებს.